სამხრეთ ინდოეთის შტატ ანდრა პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა. დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი და დაკარგულად ითვლება 25, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" შტატის სტიქიის მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი მდინარე გოდავარზე მოხდა, ნავში 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კი გრძელდება.
ინდოეთში 2017 წელს ნავის გადაბრუნების სამ ტრაგიკულ შემთხვევას 50-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.