ინდოეთში ციკლონ „ფანის“ შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სტიქია განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია. სანაპირო ზოლიდან ხელისუფლებამ მილიონზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანა. ამასთანავე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები რომლებიც მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებიან. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. ამასთანავე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქვეყანაში არსებული სამედიცინო ცენტრები. სტიქიის გამო გადაიდო ასობით ავიარეისი. ქვეყნის ცალკეულ ნაწილში შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილებაც.