ინდოეთში ტროპიკულ ციკლონ ვაიუს ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ სანაპიროს მომავალ 24 საათში დაატყდება თავს. ის სავარაუდოდ უკანასკნელ ათწლეულში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება რომელის მოწმეც ამ რეგიონის მოსახლეობა გამხდარა.
ტროპიკული ციკლონის შედეგები სავარაუდოდ 6 მილიონ ადამიანზე მოახდენს გავლენას. 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ისინი 700 დროებით თავშესაფარში გადანაწილდნენ. იმ რეგიონებში სადაც ქარიშხალს ელიან უკვე დაიკეტა სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები.
ერთი თვის წინ ინდოეთის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი ტროპიკული ციკლონი ფანი მძვინვარებდა.