ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე ველური ბუნების დაცვის ერთ-ერთ ცენტრში სპილოებისათვის თბილი და ლამაზის სვიტრები მოქსოვეს და შარვლები შეკერეს. ერთი სვიტრის მოქსოვას ოთხ კვირაზე მეტი დასჭირდა, სპილო ხომ პლანეტის უდიდესი ხმელეთის ძუძუმწოვარა ცხოველია.
ჯერჯერობით თბილი სვიტრები ცენტრში მყოფი 23-დან მხოლოდ 3-მა სპილომ მიიღო. დანარჩენები სიცივისგან თავს ერთი შეხედვით ულამაზო, მაგრამ თბილი საბნებით იცავენ.