ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც 40-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნანგრევებიდან ცოცხლად გადარჩენილი 30-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ნანგრევებში კვლავ ათობით ადამიანი რჩება.
მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და აღნიშნა, რომ დაზარალებულებს ყვლა სახის დახმარებას აღმოუჩენენ. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა 40 წლის წინ აშენდა და მისი შეკეთება იყო დაგეგმილი.