საპროტესტო აქცია ინდოეთში უკვე მესამე დღეა გრძელდება. ადგილბორივ მუსლიმებსა და ინდუსებს შორის დაპირისპირებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 189 პირი. დაშავებულთა უმეტესობას სახლში დაბრუნების და მოსალოდნელი საფრთხის ეშინია. თვითმხილველები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები იარაღს ატარებდნენ და რამდენიმე მათგანი სხვადასხვა შენობის სახურავიდან ისროდა.
ბიბისის ცნობით, დელის ქუჩები სავსეა დამწვარი და დამტვრეული მანქანებით. მათი თქმით, დაპირისპირების შედეგად მინიმუმ ორი მეჩეთია განადგურებული. შეგახსენებთ, ინდოეთში საპროტესტო აქციები მოქალაქეობის შესახებ ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია.
კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა, სამხრეთ აზიის მუსულმანური ქვეყნების - პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის, არამუსლიმ მოსახლოებას ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. კანონს დისკრიმინაციულს უწოდებენ ინდოეთში მცხოვრები მუსლიმები. მათი თქმით, კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს.