ინდოეთში პოლიციამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების და დაწვის ბრალდებით დაკავებული ოთხი მამაკაცი მოკლა - Palitra News

ინდოეთში პოლიციამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების და დაწვის ბრალდებით დაკავებული ოთხი მამაკაცი მოკლა

2019-12-06 12:51:42+04:00

ინდოეთის პოლიციამ ოთხი მამაკაცი მოკლა, რომლებიც ახალგაზრდა ვეტერინარი ქალის გაუპატიურებისთვის იყვნენ დაკავებული. პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცები გაქცევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი კომისრის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ოთხივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

მედია საეჭვოდ მიიჩნევს პოლიციის ახსნა-განმარტებებს, რადგან, როგორც "ალ ჯაზირა" წერს, გაურკვეველია, რატომ იყვნენ ერთ საქმეზე დაკავებული ადამიანები მოთავსებულნი ერთ საკანში. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი 28 ნოემბერს ჰიდერაბადის მახლობლად გააუპატიურეს და შემდეგ დაწვეს. ფაქტმა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. მომიტინგეები დაკავებულების ლინჩის წესით დასჯას ითხოვდნენ.