ინდოეთში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანია დაშავებული. მატარებელი ლიანდაგებიდან ქალაქ კანპურთან დილის საათებში გადავიდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ინდოეთის სარკინიგზო სისტემა მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა. ის დღეში 11 ათას მატარებელს იღებს, მათგან 7 ათასი სამგზავროა. ინდოეთში მატარებლების საშუალებით დღეში 20 მილიონ ადამიანზე მეტი სარგებლობს.