ინდოეთის ერთ-ერთ შტატში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 39-ს მიაღწია. დაშავებულია ათობით მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, უბედური შემთხვევა, იმ დროს მოხდა, როდესაც სამგზავრო მატარებლის 9 ვაგანი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და მაშველთა ჯგუფები. ავარიის გამოწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.