ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 90 000-ს აჭარბებდა.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ს 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში რეანიმაციულ განყოფილებებში, საწოლების არასაკმარისი რაოდენობაა, პრობლემები არსებობს ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებითაც.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.