ინდოეთში კორონავირუსის 132 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ინდოეთში, მესამე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება.
ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 780 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კოვიდ-19-თ გარდაიცვალა 167 642 ადამიანი.
ჯამში 13 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, ინდოეთი მსოფლიოში აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მესამე ადგილზეა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვაქცინების გადანაწილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ ვაქცინების მხოლოდ ერთ შტატში ჩაკეტვით“, - განაცხადა მან. ინდოეთის რამდენიმე შტატში, სადაც კოვიდი განსაკუთრებით გავრცელდა, ვაქცინების ნაკლებობაა. მაჰარაშტრასა და ორისას შტატებში ვაქცინაციის ცენტრების ნაწილი დაიხურა.