ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა - გარდაცვალების 4 329 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 278 719-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ინფიცირების 263 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 25.23 მილიონამდე გაიზარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთი მეორე ქვეყანა გახდა შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 25 მილიონს აჭარბებს.