ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 435 453-მდე გაიზარდა, საიდანაც 485 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 917 568-ია.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 708 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 32 771-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, კოვიდინიფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი, აშშ-სა ბრაზილიის შემდეგ, მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში.