ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ინდოეთში, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ს კიდევ 1 341 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 14.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვმა კი 175 650-ს მიაღწია. საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თავისუფალი საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.