ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 1 038 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 14.1 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვმა კი 173 123-ს მიაღწია.
საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თავისუფალი საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.