ამ დრომდე მაშველებმა ინდოეთში, ჰიმალაის მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას უტარაკჰანდის შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს და მინიმუმ 170 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დაკარგულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, სტიქიის ზონაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების მუშები არიან. მაშველები ვარაუდობენ, რომ მუშების ნაწილი გვირაბშია ჩარჩენილი, ამიტომ ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები ამ მიმართულებით ხორციელდება.
ხელისუფლებამ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის რეგიონში 400 ჯარისკაცი და სამხედრო ვერტმფრენი გააგზავნა.
შეგახსენებთ, ინდოეთში, მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა. მდინარის კალაპოტში მოვარდნილმა წყალმა და შლამმა გზად ყველაფერი, მათ შორის მშენებარე ჰიდროელექტრო სადგური, წალეკა.