ინდოეთში, გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების 1.7 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდა და 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 326 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24.3 მილიონს მიაღწია. ამასთან, ვირუსს კიდევ 3 890 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 266 000-ს გადააჭარბა.