ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბენგალურუში გაიხსნა რესტორანი, სადაც სტუმრებს რობოტები ემსახურებიან.
ახლად გახსნილ რესტორანში, რომელიც სულ 50 ადამიანზეა გათვლილი, სტუმრებს ინდური და აზიური კერძებით უმასპინძლდებიან. რესტორნის მთავარ ღირსშესანიშნაობას 6 რობოტი წარმოადგენს, რომლებიც სტუმრებს ემსახურებიან.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მაგიდა აღჭურვილია სპეციალური მონიტორით, საიდანაც მომხმარებლებს სასურველი კერძისა თუ სასმლის არჩევა შეუძლიათ. ამის შემდეგ კი, მომზადებული საკვები სამზარეულოდან მაგიდებამდე რობოტებს მიაქვთ.
რესტორნის სამზარეულოში დასაქმებულმა პირებმა მის გახსნამდე სპეციალური გადამზადება გაიარეს, რათა შემდგომში რობოტებთან ერთად მუშაობის დროს პრობლემები არ შექმნოდათ.