ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ინდოეთში კოვიდ 19-ს კიდევ 478 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცმებით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 12.59 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 165 101 ადამიანი.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.