ინდოეთში, რაჯასტანის შტატში დიდი ზომის კარავი ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა 50 კი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტო "როისტერის" ცნობით, ადამიანთა ნაწილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ნაწილი კი ნანგრევებში მოყვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრევის მომენტში კარავში 300 ადამიანი რელიგიურ ღონისძიებაზე დასასწრებად იყო შეკრებილი. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, მომხდაურს საუბედურო უწოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.