ინდოეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 28 498 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 906 752-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 100 000-ზე მეტი ბოლო 4 დღეში გამოვლინდა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში დღემდე კოვიდ 19-ს 23 727 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.