ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 200 ადამიანი დაინფიცირდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 721 000-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 467 ადამიანი ემსხვერპლა და სერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 20 184 შეადგინა. ამჟამად ინდოეთის საავადმყოფოებში მკურნალობას 260 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადის.
შეგახენებთ, ინდოეთი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაცენტების მიხედვით მე-3, ხოლო ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობით მე-8 ადგილზეა.