ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 20 903 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 627 168-მდე გაიზარდა.
ამასთან, ინდოეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდნეობამ ქვეყანაში 18 225-ს მიაღწია. ინდოეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს, თუმცა მაღალი რისკის ზონებში საკარანტინო ზომები შენარჩუნებულია. მომავალი კვირიდან ყველა ძეგლი, მათ შორის ტაჯ-მაჰალი ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნება. კ
ორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ მე-4 ადგილზეა.