ინდოეთში ავარიის შედეგად სულ მცირე 15 სკოლის მოსწავლე დაიღუპა. უბედუირი შემთხვევა უტარ პრადეშის პროვინციაში მოხდა, სადაც სწრაფად მიმავალი სატვირთო სკოლის ავტობუსს დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით ავტობუსში 50-მდე სკოლის მოსწავლე იჯდა. ავარიის დროს გზაზე ნისლი იყო, რის გამოც მძღოლმა ავარია თავიდან ვერ აიცილა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება.