ინდოეთში, ამწეს ჩამონგრევისას ათი ადამიანი მის ქვეშ მოექცა და გარდაიცვალა. შემთხვევა სამხრეთ ინდოეთის ქალაქ ვიშაქაპატნამში მდებარე გემთსაშენ ქარხანაში მოხდა. ამის შესახებ "როიტერსი" პოლიციის ოფიცერზე დაყრდნობით იტყობინება. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ახალ ამწეს სიმძიმის აწევაზე ამოწმებდნენ. კომპანია Hindustan Shipyard-ის ცნობით, რომლის ქარხანაშიც ინციდენტი მოხდა, ხელმძღანელები ამ დროს შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.