ინდოეთის ორ შტატში არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლური სასმელის დალევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათობით მოწამლული ადამიანი კი საავადმყოფოებში მკურნალობს. შემთხვევები ინდოეთის უტარ-პრადეშისა და უტარაკჰანდის შტატებში მოხდა. დაღუპულების დიდ ნაწილს გარდაცვალებამდე მუცლის ტკივილი და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავა. ალკოჰოლური სასმელების სინჯები კი ლაბორატორიაში შესასწავლად გაიზავნა.