ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 50-ზე მეტი მოსწავლე სკოლაში გაზით მოიწამლა. არასრულწლოვნები საავადმყოფოში სუნთქვის გართულებისა და თვალების გაღიზიანების სიმპტომებით გადაიყვანეს. სკოლის დირექტორის მოადგილის განცხადებით ინციდენტი, ერთ-ერთი ტანკერიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია. სკოლიდან 100-ზე მეტი მოსწავლის ევაკუაცია განხორციელდა. გაზის გაჟონვის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.