ინდოეთის უტარაკანდისა და კერალას შტატებსა და ნეპალის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა.
ქვეყნებში წყალდიდობა და მეწყერი 3-დღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოწვია. გადაუღებელი წვიმის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ნეპალის დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ სეთიმდე მიღწევა, სადაც 60 ადამიანია ჩარჩენილი. სტიქიურმა უბედურებამ სასოფლო-სამეურნეო ნათესები, ხიდები, გზები და სახლები მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზარალებულ რეგიონებში დროებით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ინდოეთში ნალექების შემცირება შეინიშნება, ნეპალში კი სტიქიური უბედურება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.