ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე ქაშმირში მოქმედი მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო იერიში განახორციელა. ბიბისის ცნობით, ამის შესახებ ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს. ავიაიერიშის სამიზნე დაჯგუფება ჯაიშ-ე-მუჰამედის საწვრთნელი ცენტრი გახდა. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია არაერთი მებრძოლი, მათ შორის მეთაურები. დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არ არიან. აღნიშნულს პაკისტანმა საბრძოლო თვითმფრინავის გააქტიურებით უპასუხა. შეგახსენებთ, ქაშმირის რეგიონში, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის მდებარეობს და რომელზეც კონტროლს ინდური მხარე ახორციელებს, დაჯგუფება ჯაიშ-ე-მუჰამედის მებრძოლები ხშირად ახორციელებენ თავდასხმას. სწორედ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად გადაწყვიტა ინდოეთმა მებრძოლებზე იერიშის მიტანა.