ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 697 887-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებლით ინდოეთმა რუსეთს გადაუსწრო და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე პოზიცია დაიკავა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ. რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11.5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაღუპულია 536 841 და გამოჯანმრთელებულია 6 537 765 ადამიანი.