ინდოეთის მაჰარაშტრის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც 13 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ 90 პაციენტი იმყოფებოდა და ისინი, ვინც ხანძარს გადაურჩნენ, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია.