ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხანძრის დროს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვილების განყოფილებაში 17 ახალშობილი იმყოფებოდა და მხოლოდ 7-ის გადარჩენა მოხერხდა. მაჰარაშტრას მთავარმა მინისტრმა უდჰავ თაკრემ სამართალდამცავებს ინციდენტის გამოძიება დაავალა. მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.