ინდოეთის რკინიგზა კვების სფეროში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. ამისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით 16 თანამედროვე სამზარეულოს CCTV კამერებით აღჭურავს.
საუბარია კვების პროდუქტების მომზადებისა და მისი შეფუთვის პროცესზე, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიებით დელის სათაო ოფისიდან დააკვირდებიან. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კი საკვებში მწერებს და მღრღნელებს გამოავლენენ.
ინდოეთის რკინიგზა დღეში საშუალოდ მგზავრებისთვის 1.1 მილიონ ულუფას ამზადებს. ამ სერვისით მოსარგებლეები კი ამბობენ, რომ ხშირად საკვები დაბინძურებული და უვარგისია.