ინდოეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მიგრანტებს სამი მეზობელი ქვეყნიდან, ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მოქალაქეობას მიანიჭებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუსულმანები არ არიან. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და ხელს უწყობს ინდოეთის 200 მილიონიანი მუსლიმი საზოგადოების მარგინალიზაციას. თავის მხრივ, მმართველი ძალა აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანია დაიცვას ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ჩაგვრას გაექცნენ.კანონპროექტი უახლოეს დღეებში ინდოეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.