კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ინდოეთის ორ შტატში, თამილ ნადუსა და მაჰარაშტრაში, კარანტინი ხელახლა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საკარანტინო რეჟიმი ძალაში 31 ივლისამდე იქნება. თამილ ნადუსა და მაჰარაშტრას გარდა, საკარანტინო ზომები ქვეყნის კიდევ ოთხ შტატშია დაწესებული.
ცნობისათვის, ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 000 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 565 000-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსით 16 893 ადამიანია დაღუპული.