ინდოეთში კორონავირუსის ახალი, მანამდე აღმოჩენილი ვარიანტებისგან განსხვავებული სახეობა გამოვლინდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ის ვარიანტები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და ასევე ახალი ვარიანტი ორმაგი მუტაციით, რომელთა რაოდენობა არც ისე ბევრია, ზოგიერთ შტატში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან არის დაკავშირებული“, - აცხადებენ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაში.
ცნობისათვის, ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 11 734 058 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 160 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ- სა და ბრაზილიის შემდეგ.