ინდოეთში ორისას შტატის ქალაქ ბჰუბანეშვარში პირველი რესტორანი გაიხსნა, სადაც კლიენტებს რობოტები მოემსახურებიან. რესტორანში მისული მომხმარებლისგან მიმტანის ნაცვლად შეკვეთას ორი რობოტი - ჩამპო და ჩამელი მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი რესტორანია აღმოსავლეთ ინდოეთში, სადაც საჭმელად შესულ კლიენტებს ადგილობრივ დონეზე აწყობილი რობოტები მოემსახურებიან. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ეს პირველი რესტორანი არ არის, სადაც კლიენტებს რობოტები ემსახურებიან, თუმცა, ისინი ჩინეთიდან არის იმპორტირებული, მაშინ როდესაც ბჰუბანეშვარში გახსნილი რესტორნის შემთხვევაში რობოტი ინდოეთშია შექმნილი. ინდოეთში აწყობილ რობოტს 17 სხვადასხვა სახეობის სენსორი აქვს, ის აღიქვამს გარემოს, სითბოს, კვამლსაც კი, ცნობს ადამიანებს და ესალმება მათ.