კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე მოკლავს. ამ სათაურით სტატიას გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ზარალი უზარმაზარი იქნება და მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვან დაღს დაასვამს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მოუტანოს, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესს დააზარალებს, რის გამოც შესაძლოა, ათასობით კომპანია გაკოტრდეს და მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს.
სტატიის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს დააზარალებს. ამის მიზეზი საჭირო მასალისა და აღჭურვილობის დეფიციტი იქნება, რომლებიც კომპანიების უმეტესობას ჩინეთიდან შემოაქვს. აქედან გამომდინარე სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაში მილიონობით ადამიანი დგას, რომლებიც გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებენ.