თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. ამჯერად აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოქალაქე, ნანა ნარიმანიძე დაუპირისპირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკრებულოსთან დავით ნარმანიას დასაცავად მოვიდა.როგორც ნარმანიას დასაცავად მისულმა აღნიშნა, იგივე უწმაწური სიტყვებით "პარტიზანი მებაღეობის" ერთ-ერთი ლიდერი ნატა ფერაძე გამოირჩევა, თუმცა მისი ქცევის გამო პროტესტი არავის გამოუთქვამს.