ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, მათ შორის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი დღეს თელავში, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობიან. ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდიანრეობს, ტრიბუნის და სცენის მოწყობა თითქმის დასრულებულია. ინაუგურაციის გასაშუქებლად მედიისთვის უკვე გაშლილია კარავი,რომლის გვერდით დაგეგმილია შესაბამისი ბანერისა და მონიტორის განთავსება. ქალაქის ქუჩებში კი საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოფინეს. "ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმით მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. ბატონის ციხის ტერიტორიაზე სცენას და ტრიბუნის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ ერთჯერადად, სატესტო რეჟიმში გაისვრიან ქვემეხებს. ამის შესახებ ჩვენ განცხადება გუშინ გავავრცელეთ და მოსახლეობა გავაფრთხილეთ ხმაურის გამო შესაძლო პანიკის თავიდან აცილების მიზნით" - აღნიშნა თელავის მუნიციპლიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გასტანს. მოსახლეობას კი საშუალება ექნება თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე თვალი ადევნოს ცერემონიას.