გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია 16 დეკემბერს, შესაძლოა თელავში გაიმართოს. ამავე დღეს, ამავე ქალაქში პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. "პალიტრანიუსთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ თელავი განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. "ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი", - განაცხადა ბოკუჩავამ.