ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა 55დან 65 წლამდე ჯგუფში ვაქცინაციის დიდი მოთხოვნა იყო. მაღალი რისკიდან გამომდინარე იმუნიზაციის პროცესში დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანებიც ჩაერთვებიან.