იმპორტირებულ პროდუქტში პათოგენური მიკროორგანიზმის ორჯერ აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმოდან იმპორტი ერთი წლით შეჩერდება. კერძოდ, საუბარია სალმონელაზე, ლისტერიასა და მონოციტოგენეზზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული რეგულაცია 2018 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.
ამასთან, სურსათის სააგენტოს ცნობით, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი სხვა საქონლისგან განცალკევებით, საბაჟო საწყობში განათავსოს, რაც საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკს გამორიცხავს.