მესამე კვირაა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი იზრდება. ამჯერად მიზეზი თურქეთის მხრიდან პროდუქციის დიდი რაოდენობით შესყიდვა გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი ნოვორასიისკის პორტში უკვე 227 დოლარი ღირდა.
სექტემბრის დასაწყისში ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 2012 დოლარი იყო. მაშინ საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში ფქვილის გაძვირება იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ხორბლის ღირებულება კიდევ 15 დოლარით გაიზრდებოდა. დღეს რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი უკვე 15 დოლარით არის გაზრდილი, გაძვირდება თუ არა ფქვილი საქართველოში, თანაც იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად უფასურდება, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
შეგახსენებთ, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ ჯამში 49 მილიონ 371 ათასი დოლარის ღირებულების, 222 ათას 840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა.