იერუსალიმი წმინდა ადგილია ქრისტიანებისთვის, მუსლიმანებისთვისა და იუდეველებისთვის. ახლო აღმოსავლეთის სიცოცხლით აღსავსე უძველესი ქალაქი, რომელიც ძველ რუკებზეა აღნიშნული. სწორედ აქ მიმდინარეობდა ბიბლიაში აღწერილი უამრავი მოვლენა. ოფიციალურად ქალაქი ისრაელის დედაქალაქია, არაოფიციალურად პალესტინისაც, რომლის დამოუკიდებლობა ნაწილობრივ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადეოების მიერ.იერუსალიმში ყოფნისას საერთოდ ქრება დროისა და რეალობის აღქმა. როდესაც ლეგენდარულ ღისრშესანშნაობებს ათვალიერებ, მოგზაური გრძნობს განუყოფელ კავშირს იმასთან, რისი ერთი შეხედვით, დაკავშირება შეულძებელია.იერუსალიმი მომლოცველების მთავარი ცენტრია. აუცილებელი სამომლოცველო პუნქტებია: უფლის საფლავის ტაძარი, გოდების კედელი, სიონის მთა. კიდევ ერთი წმინდა ადგილია ელეონის მთა, სადაც რამდენიმე საკრალული ობიექტია განლაგებული - ფეციმანიის ბაღი, სადაც იესო სალოცავად მოვიდა, ერის ეკლესია, მარიამ ამგდალინელის ეკლესია და ღვთისმშობლის საფლავი. იერუსალიმში შეგიძლიათ ქრისტეს გზა გაიაროთ, მოინახულოთ სისხლის მინდორი და აკელდამას მონაკვეთი.