"იმოგზაურე ვისოლთან ერთად" - "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანიას იწყებს. სააგენტოსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ,,ვისოლი“ უნიკალური ბუნების გაცნობის და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება ვიდეო-ბლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთხო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა, მით უფრო შექმნილი ვითარების ფონზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის -გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ეს კი საქართველოში მოგზაურობას გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ,,ვისოლ ჯფუფი“ აქამდეც ატიურად იყო ჩართული ტურიზმის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.2019 წლის პირველ 6 თვეში, დაცულ ტერიტორიებს 411 905 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით . ამასთან, 27%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, თბილისისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები, ოაკცეს კანიონი. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაში 87 მილიონ ლარს შეადგენდა.