"ვისოლ ჯგუფისათვის" საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. ამასთან, "ვისოლ ჯგუფი" ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე "დასვენებისა და მომსახურების ცენტრების" შექმნით. კერძოდ, "სმარტსა" და "ვენდისში" ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ეს კი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით, გაცილებით კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.