"ვისოლმა" გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-თან ერთად ახალი კამპანია - "იმოგზაურე ნარჩენების გარეშე" დაიწყო. კომპანიამ მძღოლების მიერ მგზავრობისას ავტომობილიდან ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით საზოგადოებას გარემოს გაფრთხილებისკენ მოუწოდა. ცენტრალური ავტობანის, გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსთან არსებული ტერიტორიის დასუფთავებაში "ვისოლის" თანამშრომლებთან ერთად, CENN -ის მოხალისეებმა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ დასუფთავების აქციებს კომპანია ვისოლი მომავალშიც განახორციელებს.