პარტია "თავისუფალმა საქართველომ" პარლამენტთან პერფორმანსი მოაწყო. მათ შენობასთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გოგი წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება. პარლამენტთან ასევე მუსიკოსებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს.