"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია წინასაარჩევნოდ, თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობს. ამის გამო, მან უარი თქვა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მისვლა და წამყვანს ტელეფონის საშუალებით ჩაერთო. თბილისის მერობის კანდიდატმა ჩართვისას იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მან ამ მცირე პერიოდში გლდანში ცხოვრებისას დააფიქსირა.